განადგურებული სახლები, ასობით ევაკუირებული და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა – არგენტინაში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

განადგურებული სახლები, ასობით ევაკუირებული და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა – არგენტინაში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლიც მოყვა. ქალაქ ბაჰია ბლანკაში დაღუპულია 16-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა ათობით ადგილობრივი.
სტიქიამ მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. დამანგრეველი ქარის სიჩქარემ საათში 150 კილომეტრს მიაღწია. მთავრობა ადგილობრივებს მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. სტიქიის ზონაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.
სტიქიის შედეგებს ებრძვის ავსტრალიაც. ტროპიკულმა ციკლონმა ქუინსლენდის შტატში უხვი ნალექი გამოიწვია. წყალდიდობამ ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე ტურისტული ქალაქი დააზარალა. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
ავსტრალიაში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. კერნსის აეროპორტი წყალდიდობის გამო დაიხურა. გაუქმებულია ყველა საერთაშორისო და შიდა რეისი. სასმელი წყლის გარეშე დარჩენის რისკის წინაშეა ათასობით ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი