გამჭვირვალობის კანონის“ პროექტის ირგვლივ არგუმენტები ერთი წლის შემდეგაც არ გაქვთ, შესაბამისად საპირისპიროს მტკიცება მხოლოდ გამიზნული დეზინფორმაცია და სპეკულაციაა

გამჭვირვალობის კანონის“ პროექტის ირგვლივ არგუმენტები ერთი წლის შემდეგაც არ გაქვთ, შესაბამისად საპირისპიროს მტკიცება მხოლოდ გამიზნული დეზინფორმაცია და სპეკულაციაა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი მაქსიმალურად არის მიახლოებული დასავლურთან, ევროკავშირსა და საფრანგეთში ინიციირებულ კანონპროექტებთან, მაგრამ არის ქართული და ერთ-ერთი ეროვნული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს.“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი .
მეგრელიშვილი თავის პოსტში განიხილავს, თუ რატომ არ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი რუსული და რატომაა ის ევროპული ღირებულებების გათვალისწინებით ქართული.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი მაქსიმალურად არის მიახლოებული დასავლურთან, ევროკავშირსა და საფრანგეთში ინიციირებულ კანონპროექტებთან, მაგრამ არის ქართული და ერთ-ერთი ეროვნული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს. ამ სამართლებრივი დოკუმენტის სამუშაო ვერსიამ უკვე ამხილა ის ძალები, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტის შინაარსში შეგნებულად არ შედიან და ევროპულობის სახელით ქუჩაში დგანან. მათი მიზანი ერთია – ისინი დონორის მიერ გადმორიცხული ფულის მიზნობრიობის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან, რათა არ გამოჩნდეს მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი მიზნით (ტექნიკური მთავრობის მოთხოვნით, სამართალდამრღვევთა ჯარიმების გადახდით, მოლოტოვის კოქტეილების დამზადებით, ახალგაზრდობის მობილიზებით) დონორისაგან მიღებული რა რაოდენობით ფული რაში დაიხარჯა.
კონკრეტული ძალებისათვის გამჭვირვალობის კანონის პროექტი ლოგიკურია მიუღებელია, რადგან ის, მათი აღქმით, მათ ჯიბეში ხელის ფათურია, რისკით რომ სახელმწიფოს ხელში მართლა მათი შავი ფული მოჰყვება. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და განვიხილოთ რატომ არ არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი რუსული და რატომაა ის ევროპული ღირებულებების გათვალისწინებით ქართული.
რუსეთში მოქმედი კანონი ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, ხოლო ქართული კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხება; რუსეთში მოქმედი კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ხოლო ქართული კანონი მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება; რუსეთში მოქმედი კანონით აგენტებად შერაცხული პირები და ორგანიზაციები ვეღარ ახერხებენ საქმიანობის განხორციელებას, ხოლო ქართული კანონი ფინანსების გამჭვირვალობას ემსახურება, საქმიანობას კი არავის უზღუდავს. ამ ფონზე ვსვამ კითხვას რა არის ამ კანონში რუსული?! არ მინდა თქვენი მზა დაზეპირებული ნარატივი, თქვენგან მჭირდება კონკრეტული არგუმენტები. ფაქტია, ამ კანონის პროექტის ირგვლივ არგუმენტები ერთი წლის შემდეგაც არ გაქვთ, შესაბამისად საპირისპიროს მტკიცება მხოლოდ გამიზნული დეზინფორმაცია და სპეკულაციაა და სხვა არაფერი.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
Previous: გამოიღვიძეს ბოროტებით გაჟღენთილმა იდეოლოგებმა – ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, დავით ფოცხიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ