“გამყიდველი ეუბნება რაღაცას რუსულად, გოგომ, ეშმაკი თავი გაბიათ ქალბატონო, ქართველი ვარო” – ბაქანიძე

ზუბალაშვილის მარკეტში შემოდის ქერა მაღალი გოგო, უამრავი ტატუთი, მათ შორის სახეზეც. არჩევს თაროებზე რაღაცეებს და ამასობაში ორივე გამყიდველმა ქალმა იმენა დაასაფლავა ეს გოგო ჭორაობით: ფუ რასა გავს ეს ქვაზე დახატული ეშმაკიო, ერთი ამბობს. მეორემ – ჩუმად ქალო არ გაიგოსო. ეს პასუხობს, ვერა ხედავ უცხოელი ტურისტია რა უნდა გაიგოსო. ა, ხო, ქართველს არა გავსო, მიდი შენ მოემსახურე ინგლისური და რუსული ჩემზე კარგად იციო. ბოლოს მივიდა ეს გოგო დახლთან და გამყიდველი ეუბნება რაღაცას რუსულად, ხოდა გოგო პასუხობს: ეშმაკი თავი გაბიათ ქალბატონო, ქართველი ვარ და გამიტარეთ დროზე ეს კოლა და ჩიფსიო. ყბა ჩამოუვარდათ გამყიდვლებს და მეც ზრდილობიანად ავიღე და მივაწოდე, მანდ ნისია მაქ შარებს გავურბი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ