ტვ პირველის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური გაათავისუფლეს და საპყრობილე გუშინ დატოვა.
ინფორმაცია “შაბათის ეთერს” ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ დაუდასტურა.
მე რაც ვიცი, [ვლადიმერ ღუდუშაური] გაათავისუფლეს. საპროცესოთია ეს თუ აღკვეთი შეუცვალეს, ამ წუთისთვის ზუსტად არ ვიცი”- აცხადებს ადვოკატი.
მეტიც, დიმიტრი ხაჩიძის თქმით, საქმის მასალებში, რომელიც ბოლოს ნახა, ბურჭულაძის წინააღმდეგ ვლადიმერ ღუდუშაურის ჩვენება საერთოდ არ დევს.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ წინააღმდეგ გამოძიება
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ეს ნიშნავს 1) ჯგუფურად 2) დიდი რაოდენობის თანხის 3) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვას. სამივე დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
