“გამსახურდიას შვილი, გამსახურდიას შვილიშვილი…” – რას ჰყვება პრეზიდენტი კოკო გამსახურდიაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან საუბარში, განაცხადა:

31 მარტს მქონდა დიდი ღონისძიება 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე. აქ იყო წარდგენა ზვიადის შესახებ 4 წიგნის. იყო ყოფილი საბჭოს წარმომადგენლები და შეთანხმებული იყო წინა დღით კონსტანტინე გამსახურდიასთან, რომ უნდა მოსულიყო და ყოფილიყო ერთ-ერთი გამომსვლელი ამ ღონისძიებაზე. არც მოვიდა, არც დარეკა, არც ბოდიში არ მოიხადა. გამსახურდიას შვილი, გამსახურდიას შვილიშვილი… ვისაც რამე თანამდებობა აქვს, ამას ებღაუჭება, არის პირდაპირ აკრძალვები. წინა დღეს არ ჰქონდა აკრძალვას. წინა დღით მოვიდა, წიგნი მაჩუქა, მაგრამ მეორე დღეს არ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა