გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას – „ლელო“ აკრძალვაზე

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ იმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დასახელებას გამოეხმაურა, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ.
კერძოდ, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას მოითხოვს, მათ შორის ერთ-ერთია „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათთვის ეს ისეთი გამოწვევაა, რომელსაც წინააღმდეგობის გზას აუცილებლად მოუძებნიან.
„ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“, რომელმაც ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის კოალიცია „ლელო- ძლიერი საქართველოს“ სახით. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით.
მე ახლა ვდგავარ ჩვენს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და პრინციპული, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას მოითხოვს.
ესენია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
· „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“
· „კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
· „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
თუმცა „ქართული ოცნება“ არ ითხოვს ამ კოალიციებში შემავალი პატარა პარტიების ცალკე აკრძალვას.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე ს განცხადებით, ასაკრძალი პარტიების განსაზღვრისას იხელმძღვანელეს ორი მთავარი კრიტერიუმით:
· რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,
· რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილება.
· „ოცნება“ სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას მოითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ