გამოძიება: რუსეთი ნავთობს ყიდის ჩრდილოეთ კორეაში, გაეროს სანქციების გვერდის ავლით

2024 წლის მარტიდან რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას სავარაუდოდ მიაწოდა 1.3 მილიონ ბარელამდე ნავთობი, 50 ტანკერით, “აღმოსავლეთის” საზღვაო პორტის გავლით, იაპონიის ზღვაში განთავსებულ ტერმინალში.
ამასთან, სულ მცირე 322 ათასი ბარელის ჩრდილოეთ კორეაში ექსპორტი რუსეთმა რკინიგზით განახორციელა. ეს მონაცემები მოტანილია ერთობლივ გამოძიებაში, რომელიც აწარმოეს პროექტმა Open Source Center-ი, გამოცემა “ვაჟნიე ისტორიიმ” და ცენტრმა OCCRP-ი.
მიწოდება განხორციელდა გაეროს იმ სანქციათა გვერდის ავლით, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით 2017 წელს შემოიღეს. ამ სანქციებით ჩრდილოეთ კორეაში ნავთობპროდუქტების საერთო ექსპორტი იზღუდება წელიწადში 500 000 ბარელით თითო ქვეყანაზე.
ამ შეზღუდვისთვის გვერდის ასავლელად მოსკოვმა და ფხენიანმა შექმნეს რამდენიმე საიდუმლო გადახდის არხი, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით – ხოლო იმ კომპანიასთან, რომელიც ვაჭრობაში მონაწილეობს, კავშირი აქვს კრასნოდარის მხარის დეპუტატს, ნათქვამია გამოძიებაში.
ფორუმი