გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში სავარაუდოდ კიდევ ერთ კომპანიაში შევიდა

რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე კომპანია “სტარ აიტის” ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შესახებ.
კომპანიაში ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ ოპერაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, არც ფაქტს ადასტურებენ ან უარყოფენ.
როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებს უყვებიან, ამ კომპანიაში, სადაც ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები მუშაობენ, ადრეც არაერთხელ ყოფილან მისული გამომძიებლები.
სტარ აიტის ვებ-საიტის მიხედვით, ამ კომპანიას ასზე მეტი თანამშრომელი და 500-ზე მეტი ყმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ტექნოლოგიის სექტორში მომუშავე ორგანიზაციას თბილისის გარდა ოფისები აქვს შეერთებულ შტატებსა და პორტუგალიაში.
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს აი თი სთარს ლიმიტედ 2018 წელს დარეგისტრირდა საქართველოში და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ს მოქალაქე ანდრეი კომაროვია.

ასევე დაგაინტერესებთ