გამოცემა Axios-ი აქვეყნებს დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის დეტალებს

გამოცემა Axios-ი აქვეყნებს დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის დეტალებს:
✅ზელენსკიმ უთხრა ტრამპს, რომ პუტინს მისი ეშინია, ამიტომაცაა პუტინი დაჟინებით რომ ითხოვს მშვიდობას.
✅ტრამპი ზელენსკის უსაფრთხოების ერთერთ გარანტიაზე მტკიცე მხარდაჭერას დაპირდა, თუმცა რა გარანტიაზეა საუბარი – ჯერჯერობით საიდუმლოა.
✅ისაუბრეს უკრაინაში ევროპის სამშვიდობო ძალების ჩაყენების საკითხზე.
✅ტრამპმა ზელენსკის აუხსნა, რომ იზიარებს მის შეშფოთებას პირველად ვლადიმერ პუტინთან საუბრის გამო. მან აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი აუცილებელი იყო დიპლომატიური ძალისხმევის შემდგომი წარმატებისთვის.
✅ტრამპი დაეთანხმა ზელენსკის, როცა ზელენსკიმ ახსენა რომ პუტინი ტრამპს მხოლოდ იმას ეუბნება, რისი მოსმენაც მას უნდა. ტრამპის თქმით, ზელენსკი შეიძლება მართალი იყოს.
✅ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩამოვიდეს უკრაინელ მომლაპარაკებელთა ჯგუფიც.
✅ტრამპმა და ზელენსკიმ ერთმანეთის პირადი ნომრები გაცვალეს, ბოლოს ტრამპმა დაამატა, რომ ზელენსკის შეუძლია მას პირდაპირ და პირადად დაურეკოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)