გამოცემა Astra – უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა და 33 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა და 33 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Astra „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 26 დეკემბრის ღამეს უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა.
ოკუპირებული ს მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
შეგახსენებთ, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ს ფეოდოსიის პორტში ს სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: თაროზე ხომ არ ედოთ ლილუაშვილის საქმე და ახლა ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების გადასაფარად წინასაახალწლოდ გაწირეს განტევების ვაცი?