გამოჩნდა, რომ თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა – მაკა ბოჭორიშვილი

გვარამიასა და მედია თავისუფლებას შორის ტოლობის ნიშანივით დაისვა, თითქოს გვარამიას თავისუფლება მედიის თავისუფლებას ნიშნავდა და ამ საქმის სწორი გადაწყვეტილება – მართლმსაჯულებას. გამოჩნდა, რომ თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა. ახლა კითხვის ნიშნებს ევროპის მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაზე სვამენ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ს საქმე წარმოებაში არ მიიღო.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ მართლმსაჯულება და სამართალი. ისინი აცხადებენ, რომ მე ვარ სახელმწიფო, მე ვარ სამართალი, მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს და მე როგორც მგონია მართალი ასე უნდა იფიქროს ყველა მოსამართლემ საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაცო. მაშინ რა აზრი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოზე საუბარს და სტრუქტურების შექმნას, თუ გვარამიას განცხადებით შეუძლია კითხვის ნიშანი დასვას ყველაფერზე?! აქ გვარამიას განცხადება არ არის ამოსავალი წერტილი, აქ მთავარია, რომ ასეთი განცხადებებით ჩვენს ქვეყანაზე, მართლმსაჯულებასა და ყველაფერ იმაზე, რაც სამართლებრივ სახელმწიფოს უკავშირდება, კითხვის ნიშნები ჩნდება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისი საქმით მიდის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად აინტერესებს
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის

“ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?” – ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება