გამოჩენილი ფრანგი შოკოლატიეს – შარლ შავანეტის შოკოლადის ბოლო კოლექცია ქართველი მხატვრის მასშტაბური გამოფენის დახურვის ღონისძიებაზე წარადგინეს

საქართველოს კულტურის სამინისტრომ და „შატო დე შოკოლამ“ თამარ დე ლეტესადმი მიძღვნილი შოკოლადის კოლექცია – „წარსულის გაუხუნარი მოგონებების მესაიდუმლე“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის მასშტაბური გამოფენის დახურვის ღონისძიებაზე წარადგინეს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი , ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თამარ დე ლეტესადმი მიძღვნილი შოკოლადის კოლექცია – „წარსულის გაუხუნარი მოგონებების მესაიდუმლე“ გამოჩენილი ფრანგი შოკოლატიეს, შარლ შავანეტის (შოკოლადის მსოფლიოს ჩემპიონი, World Chocolate Master/Grand Prix Internaitonal Chocolate, Massif Gold Paris Sugar Show Piece, შავანეტების ცნობილი შოკოლატიების ოჯახის ტრადიციების მემკვიდრე), ბოლო ქმნილებაა, რომელიც კოტ-დ”ივუარის, განასა და გაბონის უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული შოკოლადის, ნატურალური ვენესუელური კაკაოს კარაქისა და უგემრიელესი ქართული ინგრედიენტების შერწყმით, დახვეწილი მანერითა და დიდი სიყვარულით არის მომზადებული.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით, 19 ნოემბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ემიგრანტი ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, მასშტაბური გამოფენა გაიხსნა.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა – მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. მუზეუმელთა ჯგუფმა ს ხელმძღვანელობით, კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი – საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი თუ ესკიზი (მიმართულებები: წიგნისა და თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა. წლების განმავლობაში იყო სან-პაულოს თეატრის მხატვარი. მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ „დიორისთვისაც“. როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ის „ქმნიდა საბალეტო დადგმებს – წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებსა და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“.
1960-80-იან წლებში მისი გამოფენები იმართებოდა პარიზში, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრში. ის ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალზე გამართული წარმოდგენებისთვის და სხვ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან