გამოქვეყნდა რუსეთში ჩრდილოკორეული საარტილერიო სისტემის ფოტო

ს სამხედრო არხებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, გამოსახულია ჩრდილოეთ კორეის საარტლერიო სისტემა რუსეთში.
ფოტოზე ჩანს სარკინიგზო პლატფორმაზე დადგმული 170მმ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რაც არასტანდარტულია ს არმიისთვის. სისტემა ცნობილია სახელწოდებით М1989 ან М1978 „კოქსანი“ და მას ჩრდილოეთი კორეა აწარმოებს.
როდისაა ფოტო გადაღებული, უცნობია. აქამდე არ გავრცელებულა ცნობები რუსეთისთვის ჩრდილოკორეული არტილერიის მიწოდების შესახებ.
М1989 თავად კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაშია შექმნილი. როგორც ცნობილია, დანადგარები ძალზე ნელა იტენება (ერთი-ორი გასროლა წუთში) და ჭურვის ტიპის მიხედვით ის 40-დან 60 კილომეტრამდე სიშორეზე ისვრის.
საბრძოლო პირობებში ეს იარაღი ერთადერთხელ იქნა გამოყენებულ ირან-ერაყის ომში 1990-იან წლებში. მას ირანი იყენებდა.