შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი BRICS-ის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფებით ემუქრება, თუ ისინი ამერიკულ დოლარზე უარს იტყვიან, ან მის „ჩაჩოჩებას“ შეეცდებიან. ის აცხადებს, რომ „შანსი არ არის, BRICS-მა საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ დოლარი“ სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს“.
„იდეა იმის, შესახებ, რომ Brics-ის ქვეყნები ცდილობენ დოლარს ჩამოშორდნენ, მანამ სანამ ჩვენ გვერდიდან ვდგავართ და ამ პროცესს მხოლოდ ვუყურებთ, უკვე დასრულებია. ჩვენ ვითხოვთ ამ ქვეყნების მიერ ვალდებულების აღებას, რომ ისინი არც ახალ ვალუტას შექმნიან და არც სხვა ვალუტის გაძლიერებით შეეცდებიან დოლარის ჩანაცვლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩვენგან დაემუქრებათ 100%-იანი ტარიფების დაწესება, რომლის შემდეგ უარს ეტყვიან და დაემშვიდობებიან დიდებულ ამერიკულ ეკონომიკას. არ არსებობს შანსი იმისა, რომ BRICS-ი დოლარს ჩაანაცვლებს მსოფლიო ვაჭრობაში და ნებისმიერი სახელმწიფო ვინც ამას ეცდება, დაემშვიდობება ამერიკას“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
თუკი BRICS-ის ქვეყნები ახალ ვალუტას შექმნიან, ტრამპი მათთვის ამერიკულ ბაზარს ჩაკეტავს:
„ჩვენ მოვითხოვთ ამ ქვეყნებისგან, რომ მათ არც BRICS-ის ახალი ვალუტა არ შექმნან და არც სხვა რომელიმე ვალუტას დაუჭირონ მხარი უძლეველი აშშ დოლარის ნაცვლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაემუქრებათ 100%-იანი ტარიფები და დამშვიდობება მოუწევთ აშშ-ის ბრწყინვალე ეკონომიკაზე წვდომასთან. ადგნენ და ვინმე სხვა „სულელი“ იპოვონ“! – ამბობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება.
ცნობისთვის, „ბრიკსის“ ქვეყნები წლებია, განიხილავენ ახალი საერთო ვალუტის შემოღებას, რათა კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში, – რათა მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის „დედოლარიზაცია“, რაც, მათი ხედვით, აშშ-ის პოლიტიკური გავლენის შემცირების გზას წარმოადგენს. ალიანსი ასევე მუშაობს SWIFT-ის – ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემის – ალტერნატიულ სისტემაზე.
„ბრიკსი“ წლების განმავლობაში აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:
ბრაზილია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ალიანსი 2024 წლის იანვრიდან გაფართოვდა და დაემატა ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.