გამომძიებელი დემეტრე გრიგალაშვილი FBI-ს ეროვნულ აკადემიაში მოსამზადებელ კურსს გაივლის

საქართველოს პროკურატურის და -ის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი დემეტრე გრიგალაშვილი, FBI-ს ეროვნულ აკადემიაში მოსამზადებელ კურსს გაივლის.
სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალებისთვის განსაზღვრული კურსის მიზანია როგორც -ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სამართალდამცავ უწყებებში მართლმსაჯულების ადმინისტრირების გაუმჯობესება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
10 -კვირიანი სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამა, ასევე, კურსის მონაწილეთა ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)