გამომცემლობა ინტელექტი: მანქანამ ახალი უსამართლო კანონები აამუშავა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა გამარჯვებით დასრულდება. თავისუფლება ბექა ქურხულს!

ჩვენი ავტორის – ბექა ქურხულის რომანებში, მოთხრობებსა და კონფლიქტური რეგიონებიდან (, სამაჩაბლო, პანკისის ხეობა, რუსეთ-უკრაინის ომი…) დაწერილ რეპორტაჟებში ასახულია თავისუფალი ადამიანისა და ქვეყნების ბრძოლა აგრესორთა წინააღმდეგ. ესაა ბექას, როგორც მწერლის და მოქალაქის მრწამსი: არ შეეგუოს უკანონობას და ბოლომდე იბრძოლოს სამართლიანობისთვის, ერთიანი საქართველოსთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის.
სოლიდარობას ვუცხადებთ უსამართლოდ დაპატიმრებულ ჩვენს ავტორს და მიგვაჩნია, უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი, რომლის წინააღმდეგაც რეპრესიულმა მანქანამ ახალი უსამართლო კანონები აამუშავა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა გამარჯვებით დასრულდება.
თავისუფლება ბექა ქურხულს!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში