გამომცემლობაში, რომელიც ბორის აკუნინის წიგნებს აქვეყნებს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ჩხრეკას ატარებს

“ზახაროვის” გამომცემლობაში, რომელიც ბორის აკუნინის წიგნებს აქვეყნებს, ს საგამოძიებო კომიტეტი ჩხრეკას ატარებს. გამომცემლობა განახლებულ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.
ბოლო ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები აკუნინის წიგნების ასლების ამოსაღებად საწყობის გასაღებს ითხოვენ, რაზეც გამომცემლობა უარს ეუბნება – “კარების გაღებით იმუქრებიან. დაე გახსნან!” წერს გამომცემლობა ფეისბუქ პოსტში.
შეგახსენებთ, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა გუშინ მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) “ტერორისტებისა” და “ექსტრემისტების” რეესტრში შეიყვანა.