„გამოიჩინეთ გამბედაობა, ვეტო არ გააუქმოთ“ – აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ქართველ დეპუტატებს

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელ ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტოს დადებით „იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“:
„ ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, – წერს ედრიენ უოტსონი.
პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება ს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა კი შენიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „უცხოური აგენტების“ კანონზე წინსვლის გზას გვთავაზობს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის.
„ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“ძალიან გვიანი არ არის ევროპის ს ნაცვლად ასარჩევად, – ეს სიტყვები კი ტვიტერზე გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
“შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, – წერს გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ტვიტერზე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო და განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო, არის „რუსული კანონი“.
ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი – 83 ხმა აქვს.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა