გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე – მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლოგიკურია საზოგადოებამ მისი პოზიცია მოისმინოს

გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე – კითხვა აქტუალური მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გახდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლოგიკურია საზოგადოებამ მათი პოზიცია მოისმინოს.
“როდესაც ამას აბრალებს ორგანიზატორებს და მათ შორის ზოგიერთი ორგანიზატორი შეხმატკბილებულია “ნაციონალური მოძრაობასთან”, ლოგიკურია, რომ საზოგადოებამ მათი პოზიციები მოისმინოს არიან ვინმეს აგენტები, თუ არა. გვახსოვს, რომ მაშინ ოპოზიციაში იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” უპირისპირდებოდა. და ისინი ზურაბიშვილს აგენტს უწოდებდნენ. თუმცა, ცოტა ხმის წინ შეიცვალა მათი პოზიციები და მოკავშირეები გახდნენ. საზოგადოებისთვის ასევ საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 7 ნოემბერთან დაკავშირებით,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
ბოლო სასამართლო პროცესზე, სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა და “ეფესბეს” კვალზე ისაუბრა, რის შემდეგაც განცხადება გოგა ხაინდრავამ გააკეთა და მოითხოვა მასთან ერთად, დაიკითხონ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაშინდელი ოპოზიციის სხვა ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია