„გამოდით და გაიფიცეთ“ – შალვა რამიშვილის შვილი

შალვა რამიშვილის შვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და მამას მიმართავს:
„პათეტიკური პროპაგანდისთვის ჩვენი გამოყენებაა სიყვარული? არ არსებობს შენში სიყვარული, ეს სიტყვაც კი ბინძურდება შენი პირიდან თქმული. სიყვარული ჩემს ოჯახშია, ჩემს ახლობლებში, იმ ხალხში ვინც გარეთ იბრძვის დღეს. თქვენი სისტემით გაღატაკებული და სულ ამოხდილი ხალხი, უღირსი ხელფასებით რომ უწევთ ოჯახის რჩენა. ძარცვით და ყაჩაღობით რომ ხართ გამდიდრებულები, ამიტომ არ არსებობს აქ მხარე, აპათიის წინააღმდეგ ყოფნა ყოველთვის იქნება სწორი. ჩემს ოჯახს გაჭირვებაც უგრძვნია და მშივრებსაც დაგვიძინია, მაგრამ არცერთი წამით არ გვინანია სიმართლის თქმა. ტანჯულია ხალხი და ბოროტება სუფევს ქვეყანაში, მე კი ჩემს პრინციპეპზე დგომა სიკვდილადაც მიღირს.
ნუ გვამცირებ, თითქოს ჩვენი განცდები არ იყოს გულწრფელი, ნუ მანიპულირებ ჩვენი სახელით, ბულინგი სწორედ ეს არის. არ გაგაჩნია შენ სიყვარული და ამიტომაც ხარ და იქნები მარტო. თავისუფლებას, მხოლოდ შიში კლავს.
გაბედეთ და გაემიჯნეთ უსამართლობას ყველამ, აღარ აქვთ ამათ უკან დასახევი გზა, ვეღარ დაუბრუნდებიან ჩვეულ დღის წესრიგს. ეს იციან და ამის ეშინიათ. გამოდით და გაიფიცეთ. ამით გარდაუვალს დააჩქარებთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია