გამოდგა, რომ არავინ იზრუნებს შენს ინტერესებზე შენ გარდა. არავინ იზრუნებს შენს ხალხზე, შენ გარდა

გამოდგა, რომ არავინ იზრუნებს შენს ინტერესებზე შენ გარდა. არავინ იზრუნებს შენს ხალხზე, შენ გარდა
შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მოლდოვისა და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეადარა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2022 წელს, მოლდოვამ რუსეთთან დაკავშირებით ბრიუსელის რეკომენდაციები გაითვალისწინა, საქართველომ კი არა, რის შედეგადაც მოლდოვას 2022 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, მაშინ როცა საქართველოს 11%-იანი ზრდა.
მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტიც კი მოლდოვის ბიუჯეტზე მეტად არის გაზრდილი და სხვაობა 4,8 მილიარდს შეადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას – რატომ არის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოლდოვაზე დიდი, მაშინ როდესაც მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც აქვს დაწყებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს