,,გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო – მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს შავი ნიაღვრის და პიარის გადმოსხმა”- მამუკა ხაზარაძე
“მადლიერების გრძნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები, ზუსტად იმავე მუხლით, ზუსტად იმავე “დანაშაულით” ისჯიან სასჯელს.
ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებით, გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო – მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს შავი ნიაღვრის და პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ დღეს რაც გააკეთა ე.წ პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, მანიპულირება ადამიანების თავისუფლების, კანონის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანებით ვაჭრობა.
პირდაპირ გეუბნებით, თუ უახლოეს დღეებში ე.წ პრეზიდენტი არ გამოუშვებს დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ზუსტად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას თავისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ესენი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან” – ამბობს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე საპატიმროს დატოვების შემდეგ
