გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ – დავით მათიკაშვილი “ლელო”-ს დაპირებაზე

გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ – დავით მათიკაშვილი “ლელო”-ს დაპირებაზე
რადიკალიზმით და აგრესიული რიტორიკით გამორჩეულმა „ლელომ“ კიდევ იმით გამოიჩინა თავი, რომ ტყუილების და ცრუ დაპირებების კორიანტელი დააყენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, პარტია „ლელო“ ვალდებულია მისმა წარმომადგენლებმა საზოგადოებას აუხსნან როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს 1000 ლარამდე.
„ერთ-ერთი გამორჩეული ტყუილია ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდებიან საზოგადოებას. ამავდროულად, ასევე განცხადებული პოზიცია აქვთ, რომ თუკი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და მათთან შეწყვეტენ ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ვალდებულია „ლელო“, მისი წარმომადგენლები გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ, როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს 1000 ლარამდე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
Previous: ღმერთმა დაგვიფაროს და, “ლელოს” ხედვა რომ განხორციელდეს, ეკონომიკის ზრდის დაჩქარება კი არა, საერთოდ ეკონომიკური ზრდა გვექნება თუ არა, ეს იქნება საკითხი –

ასევე დაგაინტერესებთ