გამოაქვეყნონ, საიდან ფინანსდება ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ უნდა ვენდოთ ან უსუფაშვილს ან ხიდაშელს – გურამ მაჭარაშვილი “სამოქალაქო იდეის” დაფინანსებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხიდაშელმა და უსუფაშვილმა რომც არ აღიარონ, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” საიდან ფინანსდება, დაფინანსების წყარო რომ ტაივანია, ისედაც ცხადია, რადგან ისინი პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს.
მაჭარაშვილის თქმით, ხიდაშელმა უნდა გაასაჯაროოს, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რადგან სიტყვაზე მას არავინ ენდობა.
“თვითონ ის ფაქტი, რომ ხიდაშელიც და უსუფაშვილიც აღიარებენ იმას, რომ ეს კონკრეტული ენჯეო ფინანსდება ტაივანიდან და ეს რომც არ აღიარონ, ბუნებრივად ჩანს, რადგან პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს, მაშინ, როდესაც და ევროკავშირიც კი საჯაროდ ამბობენ, რომ ჩინეთთან უნდათ კარგი ურთიერთობების დამყარება. რას გვთავაზობს ქალბატონი ხიდაშელი, ტაივანთან დავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა და ჩინეთთან გავწყვიტოთ? – მაშინ გამოვიდეს და შესთავაზოს საზოგადოებას. ამავდროულად, მინდა ვთქვა: ხომ ამტკიცებდა ბატონი უსუფაშვილი, რად გინდათ ამ კანონის მიღება, ისედაც გამჭვირვალეა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაო. რატომ წვალობენ ახლა უსუფაშვილი და ხიდაშელი იმის დამტკიცებაში, საიდან ფინანსდება ან არ ფინანსდება კონკრეტული ენჯეო? გამოაქვეყნოს, საიდან ფინანსდება ხიდაშელის ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია. რატომ უნდა ვენდოთ ან უსუფაშვილს ან ხიდაშელს?”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა

აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან