“გამაოგნებელია, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ” – პაპუაშვილი კობახიძის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ მკვლელობის მცდელობით დაემუქრნენ. პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს გამაოგნებელია და დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
“პრემიერმინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ”, – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.