გალფის მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება

“მომავალი თქვენია” პროექტის ფარგლებში – გალფის ინიციატივითა და დაფინანსებით, 20 სტუდენტი დან 2024 წლის ევროპის ჩემპიონტზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს, ქალაქ დორტმუნდში პირველ ისტორიულ მატჩზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

სტუდენტების უმრავლესობა პირველად დატოვებს ქვეყნის საზღვრებს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მათ მეგზურობას გაუწევენ ქართული ფეხბურთის ლეგენდები და თემურ ქეცბაია. სტუდენტებთან ერთად, ასევე, მატჩს დაესწრება UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი.
“ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბედნიერი დღეები ვაჩუქოთ ახალგაზრდებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათი ცხოვრების ერთერთ დასამახსოვრებელ ისტორიულ მოვლენაში შევიტანოთ პატარა წვლილი.” – აცხადებს კომპანია გალფის დამფუძნებელი ვანო ნაკაიძე. ინიციატივა ხორციელდება კომპანია გალფის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის “მომავალი თქვენია” ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ