გალუზინი: საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა 2008 წლის კრიმინალური ავანტიურიდან

ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი სამთავრობო პროპაგანდისტულ გამოცემასთან Комсомо́льская пра́вда საუბრისას ირაკლი კობახიძის მიერ ოკუპირებული სა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გალუზინმა 2008 წლის ომს “კრიმინალური ავანტიურა” უწოდა. მისი თქმით, “საქართველოს მთავრობამ გაკვეთილი ისწავლა კრიმინალური ავანტიურიდან და ის ახლა მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დაბრუნებას” მშვიდობიანი გზით”.
“ვფიქრობ, სოხუმისა და ცხინვალის რეაქცია უკვე პასუხია ამ [კობახიძის] განცხადებაზე. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი შეეცადა ძალის გამოყენებით დაებრუნებინა ეს რესპუბლიკები საქართველოში. როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ ისწავლა გაკვეთილი ამ კრიმინალური ავანტიურიდან და ახლა მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დაბრუნებას” მშვიდობიანი გზებით”. – თქვა ს მოადგილემ.
გალუზინმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამშვიდობო ინიციატივაც, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, მოიწონა და მას “რეინტეგრაციის” ინიციატივა უწოდა. თუმცა, მისი თქმით, “აფხაზებისა და ოსებისთვის ერთადერთი “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” [საქართველოს მხრიდან] ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება იქნება”.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ ნორმალიზების წინაპირობები გაჩნდება მას შემდეგ, რაც საქართველო არსებულ რეალობას მიიღებს და თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპების საფუძველზე ურთიერთობების დამყარებისთვის მზად იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელმოწერა ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია მათ შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტაც შემდგომი დემარკაციით”. – თქვა გალუზინმა.
26 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი მ იმედი გამოთქვა “2030 წელს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად” ევროკავშირში გაწევრიანებაზე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”. რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა, მ კობახიძის კომენტარს “ფანტაზია მომავლის თემაზე” უწოდა.