“გაიყიდება, ტურისტული ადგილია” – წაქაძე პარლამენტის შენობაძე

“ოცნების” დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ყველა სამთავრობო უწყების ერთ სივრცეში განთავსების შემდეგ, გაიყიდება როგორც სამინისტროების, ასევე პარლამენტის შენობაც.
დღეს ჟურნალისტებმა წაქაძეს ჰკითხეს, თუ რისი განთავსება წარმოუდგენია პარლამენტის შენობაში – ივანიშვილის გუნდის წევრის პასუხი ასეთი იყო:
შენობები, რომლებშიც იმყოფებიან, ისინი გაიყიდება ჩვეულებრივად, ტურისტული ადგილია, ცენტრია. ძალიან ბევრ ქვეყანაშია ერთ სივრცეში ყველაფერი. (ჟურნალისტი – სასტუმრო ან სავაჭრო ცენტრი წარმოგიდეგნიათ?) სავაჭრო ცენტრი პარლამენტის ადგილას ნამდვილად არ იქნება, არვიცი რაც იქნება. ამას ფიქრი უნდა რა. შეირჩევა მერე ალბათ, რა უნდა გაკეთდეს”, – ამბობს წაქაძე.
სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს – დღეს ირაკლი მაც თქვა, რომ “კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს”.