“გაინტერესებთ, “ნაპოლიში” მუშაობის დროს რა ვისწავლე?” – ლუჩანო სპალეტი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “ნაპოლიში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა.
ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, სწორედ “პარტენოპეიში” მუშაობის პერიოდში ისწავლა, თუ რას ნიშნავს ჩემპიონობა.
“ნეაპოლი მუდამ ჩემს გულშია, მე მათი ნაწილი ვარ. სწორედ ამ გუნდში მუშაობისას ვისწავლე, თუ რას ნიშნავს ჩემპიონობა, იმედი მაქვს, მათთვის ყველაფერი უკეთესობისკენ წავა”, – განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, “‘პარტენოპეი” ჩემპიონატის მორიგ მატჩს ხვალ, “რომას” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში