გაიზარდა ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი

ხარკოვის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში გარდაიცვალა 65 წლის კაცი, რომელიც ქალაქზე რუსული დრონებით შეტევის შემდეგ საავადმყოფოში მძიმე დამწვრობით მიიყვანეს. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
54-დან 60-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც. მათ შორის 9 ბავშვია.
ს ჯარებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 11 ივნისს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, საწარმოები, ბავშვთა სათამაშო მოედნები, ტროლეიბუსების დეპო და სხვა ინფრასტრუქტურა.