გაიზარდა ოდესაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაჭრილთა რიცხვი

ოდესის ოლქის ხელისუფლებამ განაახლა ინფორმაცია ქალაქ ოდესაზე დრონებით თავდასხმით გამოწვეული შედეგების შესახებ.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 14 აპრილს გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, დაიჭრა 8 ადამიანი. მათგან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე დადასტურებული იყო, რომ დაშავებულია 5 ადამიანი. ს ჯარებმა ოდესაზე დრონებით შეტევა 13 აპრილს, ღამით მიიტანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება, სახლი, საწყობი, ტენიკური მოსმახურების სადგური და ავტომანქანები
14 აპრილს დრონებით შეტევა იყო ხარკოვზეც. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ხარკოვის სალტოვის რაიონში მდებარე საწარმო, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთი. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 52 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 33 – ბრიანსკის ოლქში, 10 – ორიოლის ოლქში, 3-3 – კურსკსა და ტულაში, 2 – კალუგის ოლქში და 1 – ბელგოროდის ოლქში.
ბელგოროდის ოლქის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი ადამიანი. რამდენიმე სახლის დაზიანებას იუწყება ორიოლის ოლქის ხელისუფლება. კურსკის ოლქში, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყველაზე მეტი, 33 დრონი გაანადგურეს, გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი ირწმუნება, რომ არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა.