გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი
მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს გარეგნობას, კარგი იქნება იზრუნოთ გარდერობის განახლებაზე.
კურო
ელოდეთ სასიამოვნო ნაცნობობას, ახალ გატაცებას, შეეცადეთ, ლამაზად წარმოაჩინოთ თავი, ასევე, თქვენი გრძნობებიც გახსნილად გამოხატოთ.
ტყუპები
შეგიძლიათ, თამამად გამოხატოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა, ემოციები. თუმცა, აგრესია უნდა მოთოკოთ. ისაუბრეთ ისეთ თემებზე, რომელიც კამათს არ გამოიწვევს. დაისვენეთ, გახსოვდეთ, მალე საუკეთესო პერიოდი იწყება.
კირჩხიბი
პირად საკითხებში მოსალოდნელია გაუგებრობები, რომელიც შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით განვითარდეს. პრობლემებს მოაგვარებთ გულახდილი საუბრით.
ლომი
ურთიერთობები უფრო მეტად მკაფიო ხდება, შესაძლოა, აქამდე ფარული კავშირები სამზეოს გამოიტანოთ. საღამოს მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, თუ მეწყვილე არ გყავთ, სახლში მარტო ყოფნისთვის ამ აქტიურ პერიოდს ნუ დაკარგავთ.
ქალწული
შესაძლოა, გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, თქვენ მოგიწევთ თქვენი მოთმინებითა და შეუპოვრობით საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ნუ იქნებით მომაბეზრებელი, მაგრამ თქვენი პოზიციები აუცილებლად დაიცავით.
სასწორი
გამოიჩინეთ ყურადღება, რადგან თქვენი დაუფიქრებელი ქმედებებით არ დააფრთხოთ ის, ვინც მომავალში შესაძლოა, თქვენს მეწყვილედ იქცეს.
მორიელი
არის ალბათობა, ეჭვი შეიტანონ თქვენს გულწრფელობასა და სანდოობაში. შესაძლოა, ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ.
მშვილდოსანი
ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას, ნუ აჰყვებით ჭორებს, პირად საკითხებშიც არ არის საჭირო ყველა „კეთილის მსურველის“ რეკომენდაციების გათვალისწინება.
თხის რქა
ახლა შს დრო არ არის, ეცადეთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომა, თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ მოთმინებითა და გულახდილობით.
მერწყული
შესაძლოა, აჰყვეთ უსაფუძვლო ეჭვებს და ამით გაირთულოთ ცხოვრება. თუმცა, წარმოქმნილი კრიზისული სიტუაცია მალე სასიკეთოდ შეიცვლება.
თევზები
ენერგეტიკულად ძლიერი და თავდაჯერებული ხართ, გაბედულად იმოქმედეთ და ეჭვს ნუ შეიტანთ საკუთარ ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ