გაზის იარაღის შესაძენად შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო

გაზის (აირის) იარაღის შეძენისა და რეგისტრაციისთვის -ს თანხმობა იქნება საჭირო.
შსს-ს ცნობით, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები დღეიდან, 7 ივნისიდან ამოქმედდა.
შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, საჭიროა, მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.
„დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.
გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება ან პირის საცხოვრებელ ადგილზემისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ