„გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“ – -ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ განცხადებას ავრცელებს

„გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“ – -ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ განცხადებას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ე.წ. რუსული კანონის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის საქართველოს მთავრობისადმი მიმართვას ავრცელებს.
ვედანტ პატელის განცხადებაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის გამოთქმული აშშ-ის შეშფოთება ამ ტიპის კანონთან დაკავშირებით და ხაზგასმულია, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას