“გავიმარჯვეთ სახელოვნად”- “ქართული ოცნება” არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც საპარლამენტო ს შესახებ ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო მისიების დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა და რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული არაა.
„ვუსმენდით პრესკონფერენციას, რომელიც სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა. ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, პირიქით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული – არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო საარჩევნო პრინციპებთან. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა. გარდა ამისა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები, ამ არჩევნების და პროცესების შეფასებისას, ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს, ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია”,- თქვა კობახიძემ.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სადამკვივრვებლო მისიების წარმომადგენლებს. ეუთო/ოდირმა მადლობა “ქართული ოცნების” კიდევე ერთი ლიდერის, მიიღო მამუკა მდინარაძისგანაც.
“მადლობა მინდა გადავუხადო ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს, რომლებმაც, უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. რა თქმა უნდა, შენიშვნებიც ჰქონდათ, მაგრამ მათ, საბოლოო ჯამში, თქვეს, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩა გუშინ… და შემდეგ გააგრძელეს მასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე საუბარი, ანუ მათ აღიარეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და თქვეს, რომ დიახ, ეს იყო კონკურენტული არჩევნები. მადლობა ამისთვის, რომ ამ უპრეცედენტო ზეწოლის (და შემთხვევით არ ვამბობ ამას) მიუხედავად, მათ ასეთი პოზიტიური განცხადებები გააკეთეს”,- უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ შედეგები გაყალბებულია.
ოპოზიციური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” აცხადებს. ამის შესახებ განცხადება მათი საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ გააკეთა. მანამდე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რომ მათი გაერთიანება, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმავს, არჩევნებზე მიღებული ხმები დაიცვას.
“ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ”, – თქვა გვარამიამ.
27 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კოალიციამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და განაცხადა, რომ მოპარული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლა გრძელდება.
„გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა ს სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. გავაგრძელებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ხმის უფლების დაცვას, ისე ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, რომლის არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, არ გავატანოთ ივანიშვილს რუსეთში. ეს არ მოხდება“, – განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერმა მ.
პარტიის, “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიციური პარტიების ამ განცხადებასაც გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით პარტიებისა და არასამთავრობოების განცხადებები სინქრონიზებული იყო.
„პირველი არ არის მათი მხრიდან ასეთი მოქმედებები. არის გამონათქვამები, რომ ერთი და იმავე წყალში 2-ჯერ არ უნდა შეხვიდე, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვენი ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც არის პარტიების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სიმბიოზი, ვერანაირი დასკვნა ამ გაკვეთილიდან ვერ გამოაქვთ. სხვათა შორის, ეს სიმბიოზი გუშინაც დადასტურდა, როდესაც ვნახეთ, რომ სინქრონიზებული იყო მათი და NGO-ების განცხადებები არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით. ერთმანეთს ელოდებოდნენ და ისე გამართეს ბრიფინგი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზღვარი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის არის სრულად მოშლილი, რაც ჩვენი სამოქალაქო სექტორისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ჩვენ 90 მანდატი გვექნება. პარლამენტი მათ გარეშეც შეიკრიბება, ეს კინოც ვნახეთ 2020 წელს. ვცნობთ უფლებამოსილებას და პარლამენტი თავის მუშაობას გააგრძელებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიული იყო, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეინარჩუნა მანდატი, არამედ მონაცემები გაიუმჯობესა.

ასევე დაგაინტერესებთ

სსიპ “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ “ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

ირაკლი კობახიძე – ებრაელი ხალხი დღეს საკმაოდ რთულ დროს გადის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია და ყველა გამოწვევას ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად დაძლევს – გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს