გაერო-ში რუსეთის ელჩი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე – რაც უფრო მეტად შეგვიქმნიან საფრთხეს, მით უფრო მკაცრად ვიმოქმედებთ

რუსეთი არ მიმართავს იარაღს ში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მხოლოდ მის სამიზნეს სამხედრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, – ამის შესახებ გაერო-ში ს ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ბელგოროდის დაბომბვასთან დაკავშირებით მოიწვია.
”რუსეთის სამიზნეს მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეები არ წარმოადგენს. ჩვენ მიზანში მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას ვიღებთ და მითუმეტეს, არ ვმართავთ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ნებენზიამ.
მისი თქმით, რაც უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიან რუსეთი, მით უფრო მკაცრად უპასუხებს.
„უკრაინის დემილიტარიზაციის ფარგლებში ჩვენი სპეცოპერაციის ერთ-ერთი ამოცანაა რუსეთის რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრაა. რაც უფრო მეტად შეგვექმნება ეს საფრთხეები, მით უფრო მკაცრად ვიმოქმედებთ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის