იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში პირდაპირ ჩაერთვება, მაშინ მათ მტკიცე პასუხს გავცემთ, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩმა, ალი ბაჰრეინიმ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ირანის სამხედროები ძლიერ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ჩვენ აშშ-ს ჩართულობის დონეს ყურადღებით ვაკვირდებით. შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, თუ ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ალი ბაჰრეინიმ.
გაერო-ში ირანის ელჩმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლითაც მან ირანს „უპირობო დანებებისკენ“ მოუწოდა, „უადგილო“ უწოდა.
„ეს განცხადება სრულიად უადგილო და მტრულად განწყობილი იყო. ჩვენ ამის იგნორირება არ შეგვიძლია. ტრამპის განცხადებებს ყურადღებით ვაკვირდებით“, – აღნიშნა ელჩმა.
