გაერო-ში აშშ-ის ელჩი – მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან და დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი

შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი, – ამის შესახებ გაერო-ში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს დღემდე სამხედრო დახმარების 20 000-ზე მეტი კონტეინერი გაუგზავნა.
„ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს დღემდე 20 000-ზე მეტი კონტეინერი გაუგზავნა, რომელიც შეიცავდა მინიმუმ 6 მილიონ ჭურვს მძიმე არტილერიისთვის და 100-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტას. ეს რაკეტები შემდგომში გაუშვეს უკრაინაში, დარტყმა მიაყენეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და დასახლებულ ტერიტორიებს, მათ შორის კიევსა და ზაპოროჟიეს. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა განაგრძობს მზადებას რუსეთში 2024 წლის ბოლოსთვის მეტი რაკეტების გადასატანად“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ჩვენ ასევე აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში იყენებენ ჩრდილოეთ კორეული წარმოშობის 170 მმ-იანი კალიბრის შორ მანძილზე მოქმედ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და 240 მმ-იანი კალიბრის შორ მანძილზე მოქმედ მრავალჯერად სარაკეტო დანადგარებს.
„შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ ეს უაზრო, აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ გაიყვანოს მისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს