გაერო შეშფოთებულია იემენში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო დარტყმების გამო

გაერო უკიდურესად შეშფოთებულია -ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში, ჰუთების სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით – ეს შეშფოთება უკავშირდება ესკალაციის საფრთხეს, რამაც, შესაძლოა, გავლენას მოახდინოს მთელ რეგიონსა და თავად იემენზეც.
„უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული. წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში“, – წერია გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში განცხადებაში.
გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს, რომ ჰუთების დაჯგუფებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე.
გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავიანთ გემებს თავდასხმებისგან, გააკეთოს ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც რეზოლუციაშია გათვალისწინებული.
გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია წითელ ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე.
12 დეკემბერს აშშ-ის და ბრიტანეთის ძალებმა დარტყმები განახორციელეს იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების ობიექტებზე – რაც მყისიერად დაგმო თეირანმა, მატულობს შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თაობაზე, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე.
ჰუთები აცხადებენ, რომ 73 საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა მათი ხუთი მებრძოლი და პირობა დადეს, რომ შურს იძიებენ, გააგრძელებენ თავდასხმებს გემებზე, რაც, მათი თქმით, მიზნად ისახავს პალესტინელების მხარდაჭერას ს წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი ჰუთების წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიატა. ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ადასტურებს და აცხადებს, რომ სამიზნე მათი სარადარო სისტემები იყო.