პალესტინელების დეჰუმანიზაციამ საშუალება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობას, ღაზაში ისრაელის თავდასხმები აიტანოს, – ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინმა, კატარში, დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლაზარინის თქმით, ეთანხმება მათ, ვინც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოდის, რადგან, თვლის, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღაზაში „დედამიწაზე ჯოჯოხეთის“ დასასრულებლად.
„ნამდვილად ყველაზე ცუდი სიტუაციაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ადამიანები მოდიან გაერო-ში დაცვის იმედით, მაგრამ ლურჯი დროშაც კი აღარ არის დაცული. ყველა შეფასებით, ვითარებამ კატასტროფულ ხასიათს მიაღწია“, – აღნიშნა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.