გაერო-ს ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში – ალექსეი ნავალნის იძულებითი გაუჩინარება შემაშფოთებელია

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხებში, მარიანა კაცაროვა აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ს იძულებითი გაუჩინარება შემაშფოთებელია და რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
„დიდად შეშფოთებული ვარ, რომ ს ხელისუფლება არ ამჟღავნებს ბ-ნი ნავალნის ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც იძულებით გაუჩინარებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია მარიანა კაცაროვას განცხადებაში.
ცნობისთვის, კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს მასთან შეხვედრა 6 დეკემბრიდან აეკრძალათ. აღსანიშნავია, რომ ნავალნი გასულ პარასკევს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს”