გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე – იმედი, რომ მხარეები შეძლებენ დასხდომას და მოლაპარაკებას, ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა ოდნავ

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდხანს ვიგრძნობთ მის რეგიონულ და გლობალურ შედეგებს და მით უფრო რთული იქნება მშვიდობიანი გადაწყვეტის გზის პოვნა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის დამყარების საკითხებში, როზმარი დიკარლომ ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მან გაიხსენა თებერვალში უშიშროების საბჭოს 2774-ე რეზოლუციის მიღება, რომელიც პირველი ასეთი დოკუმენტი იყო ს მიერ ში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და რომელმაც დიპლომატიური გადაწყვეტის ოპტიმიზმის განცდა გააჩინა. თუმცა, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, მას შემდეგ ეს ოპტიმიზმი საერთაშორისო იმედგაცრუებამ და უკრაინაში თავდასხმების შემდეგ გაჩენილმა კიდევ უფრო მეტმა ტანჯვამ ჩაანაცვლა.
„იმედი, რომ მხარეები შეძლებენ დასხდომას და მოლაპარაკებას, ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა ოდნავ“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.