გაერო ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ს სიკვდილით და საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.
გაეროს ოფისმა განაცხადა, რომ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ნავალნის პატიმრობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ვოლკერ ტურკმა საჯაროდაც მოითხოვა მისი გათავისუფლება 2023 წლის ზაფხულში და განაცხადა, რომ ხანგრძლივი სასჯელი მიუთითებდა ს მხრიდან სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
“თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.. ამ პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების გზით”.- წერია გაეროს განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ