გაერო: მარტში უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი

გაეროს მეთვალყურეების თანახმად, გასულ თვეში ში მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი მას შემდეგ, რაც ს ჯარებმა გააძლიერეს იერიშები. ამის შესახებ ლაპარაკია გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ანგარიშში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა.
გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის თანახმად, მარტში უკრაინაში დაიღუპა მინიმუმ 604 სამოქალაქო პირი, რაც 20%-იანი ზრდაა თებერვალთან შედარებით. დაღუპულთა შორის არის 57 ბავშვი, ორჯერ მეტი, ვიდრე თებერვალში.
მისიის თანახმად, სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის უდიდესი ნაწილი (93,5%), ასევე საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების უმეტესი შემთხვევები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოდის.