გაერო ს მიერ გამოცხადებულ სამდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე – ჩვენ გვსურს ომის დასრულება

ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ჩვენ გვსურს ომის დასრულება, მაგრამ ის უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული და გაერო-ს ქარტიაზე, საერთაშორისო სამართალსა და ყველა შესაბამის რეზოლუციაზე მტკიცედ დაფუძნებული, – ასე ეხმაურება გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, სტეფან დუჟარიკი ს პრეზიდენტ ს მიერ სამდღიანი ზავის გამოცხადებას.
მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი და მოიცავდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.
ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განმარტებით, გაერო აფასებს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის დასრულებას.
„ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის დასრულებას ჩვენი პოზიციის შესაბამისად, რომელიც ბევრჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ გაცხადებულა“, – აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა