გაერო გაფრთხილებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება „კატასტროფულს მიღმაა“

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა “კატასტროფულს მიღმაა”, – გაფრთხილება გამოთქვა გაერომ 5 სექტემბერს. მილიონზე მეტ ადამიანს არ მიუღია საკვები ულუფა აგვისტოში ღაზის სამხრეთსა და ცენტრალურ არეალში ჰუმანიტარული გზით, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა. ”მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებისა, გაერო და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები აგრძელებენ ყველაფრის გაკეთებას, რათა სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო დახმარება აღმოვუჩინოთ პალესტინელებს – თქვა მან.
ზედიზედ მეორე თვეა, რაც ღაზის ეს მოსახლეობა მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის არასაკმარის სურსათს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზას ცენტრალურ და სამხრეთ არეალებში ხალხი საკვების მხოლოდ ერთ ამანათს მიიღებს, ნათქვამია dpa-ს ცნობაში.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) თავდასხმის შემდეგ, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის არმიამ წამოიწყო ფართო სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები, სკოლები და საავადმყოფოები, მოსახლეობას შეუწყდა ან შეფერხებით მიეწოდება სურსათი. დაღუპულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას