გაეროში ბაიდენის გამოსამშვიდობებელი გამოსვლის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომები იქნება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 24 სექტემბერს -ის პრეზიდენტი, წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც მისი ბოლო – გამოსამშვიდობებელი გამოსვლა იქნება ამ ფორუმზე.
მოელიან, რომ ბაიდენი ილაპარაკებს ახლა აღმოსავლეთში, ღაზის სექტორსა და ლიბანში ს ომების და სუდანში 17-თვიანი სამოქალაქო შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების აუცილებლობაზე.
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო ს შემდეგ თანამდებობას გადააბარებს კენჭისყრაში გამარჯვებულს, შეეხება ასევე აშშ-ის და მისი დასავლეთი მოკავშირეების მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ ომს აწარმოებს მეზობელ რუსეთთან. ეს იქნება ბაიდენის ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა, როცა მას შესაძლებლობა მიეცემა მოუწოდოს სახელმწიფოებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი ს.
ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 24 სექტემბრის დილის სესიაზე, ტრადიიციისამებრ, ბრაზილიის წარმომადგენლის შემდეგ გამოვა.
უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერა შეიძლება კითხვის ნიშნავ ქვეშ დადგეს, თუ 5 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატ ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს დაამარცხებს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, , რომელსაც უკრაინის ომის დასრულების თავისი გეგმა აქვს.
უკრაინის პრეზიდენტი, , რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა, მოითხოვს ბაიდენისგან, შეამსუბუქოს აკრძალვა, რომელიც კიევს დასავლეთის მიერ მიწოდებული შორი მოქმედების რაკეტების ს ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების საშუალებას არ აძლევს.
ბაიდენი და ჰარისი ზელენსკის 24 სექტემბერს ხვდებიან ვაშინგტონში. ამ კვირაში დაგეგმილია ასევე დონალდ ტრამპთან მისი საუბარი.