გაეროში -ის ელჩი – ვენესუელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს, ეს კანონის აღსრულების ოპერაცია იყო – მადუროს მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა არ ედება ბრალად, ის ასევე, არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი იყო

ვენესუელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაერო-ში -ის ელჩმა, მაიკ უოლცმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ამ ქვეყნის ოკუპაციას არ ვახდენთ. ეს კანონის აღსრულების ოპერაცია იყო, რომელიც იმ ბრალდებების საფუძველზე განხორციელდა, რომლებიც ათწლეულებია არსებობს“, – განაცხადა უოლცმა.
მისი თქმით, ვენესუელის გადაყენებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დანაშაულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლო პროცესებზე იქნება წარმოდგენილი.
„მადუროს მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა არ ედება ბრალად. ის ასევე, არალეგიტიმური, ე.წ. პრეზიდენტი იყო. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დიპლომატიას შანსი მისცა. მან დეესკალაცია სცადა. მადურომ უარი თქვა“, – აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ