გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელი დაგმო კატარზე იერიშის გამო, აშშ შეუერთდა ამ განცხადებას

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ს მიერ კატარის დედაქალაქ დოჰაზე სამშაბათს განხორციელებული დარტყმები, რომელთა სამიზნე იყო რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ლიდერები (ისრაელში, -სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).
განცხადებას, რომელშიც ისრაელი არ არის პირდაპირ ნახსენები, მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრმა, მათ შორის აშშ-მაც, რომელიც ტრადიციულად ბლოკავს ხოლმე თავისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს.
„საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას და სოლიდარობა გამოუხატეს კატარს,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მოამზადეს. ისრაელმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება თავდასხმის შესახებ.
კატარი საკვანძო როლს თამაშობს ღაზაში მიმდინარე ომში დიპლომატიური ძალისხმევის საქმეში. დოჰა შუამავლობას სწევს ჰამასსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებებში.
კატარი აშშ-ის ახლო მოკავშირეა რეგიონში. მის ტერიტორიაზე განლაგებულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა.
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოწვეულ იქნა კატარის, ალჟირის, სა და სომალის თხოვნით. ნიუ-იორკში სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა კატარის პრემიერ-მინისტრის აბდელ რაჰმან ალ-ტანი.
„ისრაელი, რომელსაც უკიდურესი ექსტრემისტები მართავენ, გავიდა ქცევის ნებისმიერი საზღვრებიდან და შეზღუდვებიდან,“ თქვა ალ-ტანიმ.
საბჭოს სხდომაზე ისრაელის წარმომადგენელმა დანი დანონმა დაიცვა მისი ქვეყნის მიერ განხორციელებული თავდასხმა და თქვა: „ეს დარტყმა არის სიგნალი, რომელიც ამ დარბაზში უნდა გაიგონ. ტერორისტებისთვის თავშესაფარი არ უნდა იყოს არც ღაზაში, არც თეირანში, არც დოჰაში.“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე გააკრიტიკა ისრაელის მიერ დოჰაში განხორციელებული დარტყმები. მისი თქმით, „ეს ხელს არ უწყობს ისრაელის ან ამერიკის მიზნების მიღწევას“. მიმომხილველები აშშ-ის მიერ ისრაელის კრიტიკას უჩვეულოდ მიიჩნევენ.
ჰამასმა განაცხადა, რომ სამშაბათს დოჰაში ისრაელის იერიშს გადაურჩა მისი ჯგუფი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ დაიღუპა მისი ხუთი წევრი. ასევე დაიღუპა კატარის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.
radiotavisupleba.ge