გაეროს კლიმატის ორ-კვირიანი სამიტი დაიწყო

გაეროს მიერ ორგანიზებულ კლიმატის სამიტზე დელეგატებმა ახალი ფონდი დაამტკიცეს ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად.
გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის პრეზიდენტმა სულთან ალ-ჯაბერმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ “მომენტუმის პოზიტიური სიგნალი გაუზგავნა სამყაროს”.
დღეს ორკვირიანი სამიტის პირველი დღეა, რომელიც დუბაიში მიმდინარეობს. სამიტზე ქვეყნებს მოუწოდეს, რომ მთავრობებმა თავიანთი კონტრიბუცია ჩადონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
სამიტის მასპინძელმა არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა 100 მილიონი დოლარი გაიღო. 100 მილიონი დოლარით დაეხმარება კლიმატის ცვლილებას გერმანია. 51 მილიონ დოლარს ჩარიცხავს ბრიტანეთი, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები 17,5 მილიონს. იაპონიამ კი 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.
ზიანის ფონდზე ასეთმა ადრეულმა შეთანხმებამ, რომელსაც ღარიბი ქვეყნები წლების განმავლობაში ითხოვდნენ, შეიძლება ხელი შეუწყოს სხვა კომპრომისებზე წასვლას, რომლებიც ორკვირიანი სამიტის განმავლობაში მიიღწევა.
თუმცა, ზოგიერთი ამბობს, რომ არსებობს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაფინანსდეს მომავალში ეს ფონდები.
“ფონდების ხელახალი შევსების გეგმის არ არსებობა სერიოზულ შეკითხვას აჩენს ამ ფონდების გრძელვადიანობასთან დაკავშირებით”,- თქვა ჰარჯიდ სინგმა.